ევროპული საქართველო

ბაქრაძე: ქართული დემოკრატიისთვის აშშ-ისთან ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს. 

ევროპული საქართველოს პრესსამსახურის ცნობით, დავით ბარაძე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯორჯ კენტს შეხვდა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე მუშაობს. ბაქრაძე ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის სექციის ხელმძღვანელსა და საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. 

შეხვედრებზე მხარეებმა რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ მძიმე და პროვოკაციულ ნაბიჯებზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ქვეყანაშ არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. 

"საქართველოს უსაფრთხოებისთვის და დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს [აშშ-საქართველოს] ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების განვითარებას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.

ბევრი კითხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება საარჩევნო სისტემის შეცვლა, როგორი საარჩევნო გარემოა, რამდენად აქვს ოპოზიციას საშუალება თანაბარ პირობებში იბრძოლოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის," - ამბობს ბაქრაძე. 

კომენტარები