დევიდ კრამერი

კრამერი: გახარიას და ივანიშვილის რუსული კავშირები გამოდგება აიხსნას, რატომ გვესხმიან თავს

ტაბულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი Washington Post-ში აქვეყნებს წერილს, სადაც საუბრობს იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განვითარდა.

კრამერის თქმით, გახარიას და ივანიშვილის რუსული კავშირები შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, თუ რატომ აღმოჩნდნენ ის და ჯონ მაკკეინი საქართველოში პროსამთავრობო მედიისა და პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი.

"ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, გიორგი გახარიას, ახალ პრემიერს კი ღრმა ფესვები აქვს იქ. ეს შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს იმის ასახსნელად, რატომ მომართეს ბრაზი ჩემზე, ჯონ მაკკეინსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სხვა მხარდამჭერებზე პროსახელისუფლებო მედიამ და პოლიტიკოსებმა, როგორიცაა ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის ლიდერი, რომელიც კამერების თანხლებით კონფერენციაზე შემოიჭრა იმ სესიაზე, მე რომ მიმყავდა." - წერს დევიდ კრამერი.

10 სექტემბერს, როცა დევიდ კრამერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის შესახებ მიჰყავდა პანელი, მისი ჩაშლა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სცადა.

15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, რომლის ფოკუსშიც სწორედ ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის დევიდ კრამერი, აღმოჩნდნენ.

კომენტარები