ნიშნობის ბეჭედი

ქალმა ძილში ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა, რადგან სიზმარში ნახა რომ მას ართმევდნენ

BBC.co.uk

29 წლის ქალმა ჯენნა ევანსმა ძილში ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა, რადგან სიზმარში ნახა რომ უცნობი ადამიანები მას ართმევდნენ.

ქალი და მისი საქმრო ბობი ჩქაროსნულ მატარებელში ისხნდნენ, როდესაც ჯენნა ევანს ჩაეძინა, სიზმარი ნახა და ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა. მან უკვე კალიფორნიაში, სახლში მისვლისას გაიღვიძა, მიხვდა რომ ყველაფერი რაც ნახა სიზმარი იყო, თუმცა ასევე აღმოაჩინა რომ ნიშნობის ბეჭედი გამქრალიყო.

ამის შემდეგ მან თავისი საქმრო გააღვიძა, უთხრა რომ მან სავარაუდოდ თავისი ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა და საავადმყოფოში წავიდნენ. საავდმყოფოში ექიმებმა ქალს რენტგენი გაუკეთეს და აღმოაჩინეს, რომ 2.4 კარატიანი ნიშნობის ბეჭედი მის კუჭში იყო. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ბეჭედი ქალის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზებით არ უნდა გამოსულიყო და ის მარტივი პროცედურებით უნდა ამოეღოთ, თუმცა ქალი გააფრთხილეს რომ პროცედურის ჩატარებამდე სიკვდილის ნიშნების გრძნობის შემთხვევაში მათთვის ეცნობებინა.

"ამის შემდეგ ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ ძალიან გავბრაზდებოდი რომ მოვმკვდარიყავი. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ნიშნობის ბეჭედსა და ბობი ჰოუველზე დაქორწინებას", - თქვა ჯენნა ევანსმა.

პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და ექიმებმა ქალს კუჭიდან ნიშნობის ბეჭედი ამოუღეს.

კომენტარები