მერია: გარდაცვლილი მუშა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე არ მუშაობდა

პირველი არხი

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არ მუშაობდა. მერიაში ამბობენ, რომ მუშა, რომელიც დღეს დაიღუპა ილიას უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას მერიაში დაუდასტურეს.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ლაკირბაიამ სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. მისივე ინფორმაციით, „ენ ეს გრუპი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს.

რამდენიმე საათის წინ ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ერთი მუშა მოიყოლა, ის ადგილზე გარდაიცვალა. 

კომენტარები