Friends-ის შემქმნელები: სერიალს არ დავაბრუნებთ და არც რიბუთს ვგეგმავთ

ყველასთვის საყვარელი და საკულტო სერიალი Friends არ გაგრძელდება. სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა ტრიბეკას სატელევიზიო ფესტივალზე თქვეს, რომ შოუ ეკრანებზე აღარ დაბრუნება. 

"ჩვენ არ დავაბრუნებთ შოუს და არც რიბუთს ვგეგმავთ. სერიალი ცხოვრების იმ მონაკვეთს ნაწილია, როცა მეგობრები ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ"- თქვა მართა კაუფმანმა

"ჩვენ ისეთი შოუ გავაკეთეთ როგორიც გინდოდა და ეს გამოგვივიდა. სერიალი დავასრულეთ"- აღნიშნა დევიდ კრეინმა

სერიალის დაბრუნების შესახებ ჭორები, უკვე დიდი ხანია გავრცელდა. ამაზე თავად სერიალის ვარსკვლავმა, ჯენიფერ ენისტონმა ელენ დეჯენერისთან შოუში ისაუბრა. წამყვანმა მსახიობს უთხრა, რომ გაეგრძელებინათ სერიალის გადაღება, რაზეც ენისტონმა უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

სექტემბერში Friends-ის გამოსვლიდან 25 წელი გადის. სერიალის პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა, უკანასკნელი კი 2004 წლის 6 მაისს.

კომენტარები