თაკო ჩარკვიანი

"ნუ მოდიან ბიძინა ივანიშვილის განცხადებებთან თანხვედრაში" - ჩარკვიანი ევროპულ საქართველოზე

"ნუ მოდიან ბიძინა ივანიშვილის განცხადებებთან თანხვედრაში," - ოპოზიციური გაერთიანების ძალა ერთობაში წევრი თაკო ჩარკვიანი კვლავ ევროპულ საქართველოზე საუბრობს. მისი თქმით, არ ჯერა პარტიის, რომელიც მუდმივად ბიძინა ივანიშვილთან ერთად სინქრონში მოდის განცხადებებით.

"თუ რაიმე კარგს დააპირებენ, გაერთიანებული ოპოზიცია ყოველთვის გაერთიანების მომხრეა. ბრიფინგს სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანს კი არ უნდა უწყობდეს, უნდა უწყობდეს ჩერგოლეიშვილს, ბოკერია, ოთო კახიძეს... ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნილ ყველანაირ ინიციატივას ყოველთვის ვუერთდები, ვინაიდან მე ვარ გაერთიანების მომხრე, რომელმაც ყველაზე დიდი ტრავმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს. არ მივცემ არავითარ შემთხვევაში არცერთ ოპოზიციურ პარტიას გაერთიანების ხელყოფის უფლებას, იმიტომ რომ ზუსტად ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს და ნუ მოდიან მათთან ერთად თანხვედრაში. პარტია, რომელიც მუდმივად ბიძინა ივანიშვილთან ერთად სინქრონში მოდის განცხადებებით, იმ პარტიის არ მჯერა," - ამბობს ჩარკვიანი ტვ პირველთან.

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებას პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისათვის მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ, ჩარკვიანმა გუშინ თაღლითური უწოდა.

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - თქვა ჩარკვიანმა.

დღეს ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ მოუწოდა ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრებს და მათ შორის ენმ-ს, რომ მკაფიოდ დააფიქსირონ ემიჯნებიან თუ არა ჩარკვიანის ამ განცხადებებს. 

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. 

კომენტარები