თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი: მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია

მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია. [...] კაცმა გამარჯვება მოუტანა ოპოზიციას ძალა ერთობით, საკუთარ ლიდერს ტროლ-ბოტებს ასევდნენ მელიას მომხრეები გრიგოლის (ვაშაძე) ლანძღვაში. გიგა ბოკერიას ნიკა მელიაზე გავლენა ჰქონდა, აქ ორი აზრი არ არის. ნიკას ყოველთვის თვალი ეჭირა პარტიის თავმჯდომარეობაზე. მე ეს ჯერ კიდევ გრიგოლის არჩევნების პერიოდში შევამჩნიე. გრიგოლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ ქოცებს, ოცნების მომხრეებს ასწრებდნენ. ეს იყო ჩემთვის საკვირველი რამ იმიტომ, რომ კაცს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მეორე ტური მოუტანა ოპოზიციას, არნახული გამარჯვება და გრიგოლს ეუბნებოდნენ, რატომ არ დაიცავი ხმებიო.

[...] თქვენ გავიწყდებათ, რომ ძალა ერთობის დროს ბოკერია არ შემოუერთდა ძალა ერთობას და თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა. [...] საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყავით 12 პარტია, ერქვა ძალა ერთობა და იმ ძალა ერთობამ მეორე ტური დადო და ბოკერიას, მაშინ შეთავაზება ბოკერიამ არ მიიღო და არ შემოუერთდა ძალა ერთობას, თავისი კანდიდატი წარადგინა. [...] დაიწყო ეს ყველაფერი, როცა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში პრაქტიკულად გაიმარჯვა, აი მაშინ გაგიჟდა ბოკერია. და მე მაშინ პირველი დაპირისპირება, მაშინ მომივიდა. რუსთავი 2-ის შენობაში ვისხედით ნიკა გვარამიას კაბინეტში, ტყუილს არ მათქმევინებს არავინ იმიტომ, რომ 30 ადამიანი მაინც ვიყავით, გუბაზიდან დაწყებული ყველა იქ იჯდა და მე მაშინ პირდაპირ ვუთხარი ბოკერიას, რომ შენ ხარ ყველაფრის დამყოფი და დამწიაწიებელი, მე რასაც ვუყურებ შორიდან მეთქი.

თქვა კანონისა და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები