სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ვ.ბ დააკავეს.
"112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში უცხო პირი შესვლას ცდილობდა. საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ვ.ბ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა" - აცხადებს შსს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის
კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





