მამუკა ბახტაძის გადადგომა

ბახტაძე: ვიყავი და ვიქნები ქართული ოცნების გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი

2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი - ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. 

მე ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერმინისტრს.

მამუკა ბახტაძემ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

კომენტარები