მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა

საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლისა. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღნიშნავს ამ დიდებულ მოვლენას [წილხვდომილობა] როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიისა და თქვენი, ქართული საზოგადოების მხარდაჭერას და დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. 

პრემიერმინისტრამა მამუკა ბახტაძემ სიონის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დასრულების შემდეგ შეკრებილ მრევლს და საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

კომენტარები