ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ სიმღერები გამოაქვეყნა, რომლებსაც ის და მიშელ ობამა ზაფხულში უსმენდნენ

CNN.com

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ტვიტერზე სიმღერების სია გამოაქვეყნა, რომელსაც ის და მიშელ ობამა 2019 წლის ზაფხულში უსმენდენ.

სიმღერების სია როგორც ახალ არტისტებს, ასევე ძველ არტისტებსაც აერთიანებს.

"ზაფხულის დასასრულთან ერთად, ვაქვეყნებ სიმღერებს, რომლებსაც მე და მიშელი ვუსმენთ - ზოგი ახალი, ზოგი ძველი, ზოგი სწრაფი, ზოგი ნელი. იმედი მაქვს მოგეწონებათ", - წერს ბარაკ ობამა.

სიაში სულ 44 სიმღერაა. მასში შესულია 2019 წლის ზაფხულის პოპულარული სიმღერები - Lil Nas X-ის Old Town Road (Remix), Shawn Mendes-ის და Camila Cabello-ის სიმღერა Senorita და სხვები.

სიაში ასევე არიან სტივ ვანდერი, Rolling stones და სხვები.

კომენტარები