ავტომანქანების მოძრაობა

24 და 25 აგვისტოს ღამით აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლისკენ მოძრაობა ჩაიკეტება

ნეტგაზეთი

24 და 25 აგვისტოს ღამით აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლისკენ მოძრაობა ჩაიკეტება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს 22:00 საათიდან 25 აგვისტოს 08:00 საათამდე და 25 აგვისტოს 22:00 საათიდან 26 აგვისტოს 08:00 საათამდე თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

ასევე,  ბარათაშვილის ქუჩიდან აბანოს მოედნისკენ წამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს არსებული პანდუსით (სასტუმრო ამბასადორთან), ისინი მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდზე, საიდანაც ჩავლენ მარცხენა სანაპიროზე.

ავლაბრიდან ბარათიშვილის ხიდზე მოძრავი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ იუსტიციის მიმართულებით ჩამსვლელი პანდუსით და მოძრაობას პირდაპირ - ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ.

კომენტარები