კრიმინალი

მუხიანში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს, ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა მუხიანში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებისთვის 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებული გუშინ, 22 აგვისტოს, ბანკში იარაღის მუქარით შეიჭრა, თანამშრომლებს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს. დანაშაული 5- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები