ავსტრალია

ავსტრალიაში, სახლის ჭერში 60 000-მდე ფუტკრის მიერ გაკეთებული უზარმაზარი სკა აღმოაჩინეს

ავსტრალიაში, ქალაქ ბრიზბენში ერთ-ერთი სახლის ჭერში ფუტკრის უზარმაზარი სკა აღმოაჩინეს. 10 თვის სკა 50 კილოგრამს აღწევდა და, დაახლოებით, 60 000-მდე ფუტკარს მოიცავდა.

"თუ კი ფუტკრები ბუნებრივ თავშესაფარს ვერ პოულობენ, ისინი ხშირ შემთხვევაში სკას სახლების კედლებსა და ჭერში აკეთებენ, 10 თვეში მათ უზარმაზარი სკა ააშენეს, რომელიც 50 კილოგრამ თაფლს მოიცავდა, მათი რაოდენობა 50 000-დან 60 000-მდე იყო. სახლის მეპატრონე არ შეუწუხებია სკას, ის სახლში ფუტკრების არსებობით კომფორტულადაც კი იყო, თუმცა შემდეგ გაანალიზა, რომ, სავარაუდოდ, მათი მოშორება საჭირო იყო",- ნათქვამია BBC-ს მიერ გაკეთებულ ვიდეოში.

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები