Linkin Park

ამერიკელმა ქალმა კაცს Linkin Park-ის სიმღერა უმღერა და თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

ამერიკელმა ქალმა კაცს, რომელიც თვითმკვლელობას ცდილობდა, Linkin Park-ის სიმღერა უმღერა და გადაარჩინა.

კრისტინა სეტანმა, რომელიც ორლანდოში, 408 გზატკეცილზე მანქანით მიდიოდა, ხიდზე მჯდომი კაცი დაინახა. ის მანქანიდან გადმოვიდა და კაცს მიუჯდა. 

"მანქანა იმიტომ გავაჩერე, რომ ასეთ სიტუაციაში მეც ვყოფილვარ და ვიცი, თუ რა შეგრძნებაცაა იდგე ხიდის კიდეზე და ფიქრობდე, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს. ვინმეს უნდა ეჩვენებინა მისთვის, რომ სულერთი არაა და მისი ბედი აღელვებს. რაღაც მომენტში ის წინ გადაიხარა და მე ვაგრძნობინე, რომ თუ გადახტებოდა, მეც იგივეს ვიზამდი. შემდეგ კი Linkin Park-ის სიმღერა One More Light ვუმღერე, რომელშიც ასეთი სიტყვებია:" ვის აღელვებს, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაქრება? მე მაღელვებს." არვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ, კაცმა ტირილი დაიწყო."- ამბობს კრისტინა. 

ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და კაცი ხიდიდან გამოიყვანა. ის ამბობდა, რომ ოჯახს უღალატა და სიკვდილი ამიტომ გადაწყვიტა. კაცი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. 

Linkin Park-ის სიმღერა One More Light ამავე სახელწოდების ალბომში შედის. ის 2017 წელს გამოვიდა. რამდენიმე თვეში კი ჯგუფის ვოკალისტმაჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

კომენტარები