ინდოეთი

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ბეარ გრილსთან ერთად ინდოეთის ბუნებაში იმოგზაურა [Video]

ინდოეთის პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ცნობილ ტელეწამყვან ბეარ გრილსთან ერთად ინდოეთის ბუნებაში, ჯიმ კორბეტის ეროვნულ პარკში იმოგზაურა. გადაცემის ვიდეორგოლი ბეარ გრილსმა საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა.

პრემიერმინისტრი შოუს ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ ცხოველთა და ბუნების დაცვის საკითხების წამოსაწევად ეწვია.

მოდი ამბობს, რომ ის ბუნებაში გაიზარდა და გრილსის პროგრამა კარგი შანსია ინდოეთის მდიდარი ბუნების წარმოსაჩენად.

გადაცემა ეთერში 12 აგვისტოს გავა.

 

კომენტარები