თვეზე მეტია, შსს მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლებში ვართ და შიშველი ხელებით მთელი სახელმწიფო რესურსისა თუ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის დარტყმებს ვიგერიებთ. ჩვენ წინააღმდეგაა მთელი სახელმწიფო აპარატი და ამას გარდა, დაუდეკლარირებელი პოლიტიკური ფულით ნაკვები "კერძო" ტროლქარხნები.
ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე, ათასობით ადამიანთან ერთად მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ, არც გვიხმაურია, პირიქით, მუსიკას ჩავუწიეთ და ხალხი არ შევაწუხეთ, რადგან გაცეცხლებულებმაც კი კერძოსა და საჯაროს გამიჯვნა ვიცით, პოლიტიკურ მტერსაც კი არ მოვექცევით უღირსად, მით უმეტეს, არ შევაწუხებთ მის ოჯახს, შვილებს.
ჩანს, წესიერება იმდენად შორსაა მთავრობისგან, რომ ვერც სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიცემული მაგალითით სწავლობენ. რაღაც ფბ-პოსტის გამო ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მიურეკიათ ნახირი და ბღავიან. მართლა #სირცხვილია