უკრაინა - რუსეთი

უკრაინის მხარემ რუსული ტანკერი ქერჩის ინციდენტში მონაწილეობისთვის დააკავა [VIDEO]

The Security Service of Ukraine

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსული ტანკერი Neyma, რომელიც ნოემბრის ინციდენტში იყო ჩართული, უკრაინის იზმაილის პორტში დააკავეს.

უკრაინის მხარის განცხადებით აღნიშნული ტანკერი ნოემბრის ინციდენტში იყო ჩართული - "Neyma-მ  სახელი შეიცვალა და Nika Spirit გახდა, რათა ინციდენტში მისი მონაწილეობის ფაქტი დაემალა".

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, იზმაილის პორტში შემოსვლის შემდეგ ტანკერი ამოიცნეს და დააკავეს.

ონლაინ საზღვაო მოძრაობის მონაცემებით, ტანკერი Neyma ამჟამად უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე არსებულ პორტში არის.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევის განცხადებით, ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. 

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის 25 მაისის გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს 2018 წლის 25 ნოემბერს დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი სამხედრო გემი.

კომენტარები