ჭიდაობის ფედერაცია

მედლის ჩამორთმევიდან 3 თვეში ფედერაციამ მოჭიდავეს და მის გუნდს 61 ათასიანი პრემია მისცა

www.sportall.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა კვლევა ჭიდაობის ფედერაციის შესახებ, სადაც საუბარია კორუფციის მაღალ რისკებზე. სხვებთან ერთად, IDFI-მ გამოავლინა შემთხვევა, როცა მოჭიდავეს, რომელმაც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო მოგვიანებით მედალი ჩამოერთვა.

მედლის ჩამორთმევის მიუხედავად, ჩამორთმევიდან სამ თვეში 61 200 ლარიანი პრემია მიიღო ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგისთვის მოჭიდავემ და მისმა გუნდმა - მწვრთნელმა, საექიმო და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

საქართველოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სპორტსმენის ვინაობა დაფარა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჭიდაობის ფედერაციამ არ მიაწოდა ინფორმაცია სპორტსმენის დაჯარიმებისა და 10 თვიანი დისკვალიფიკაციის შესახებ, რის გამოც პრემია მაინც გაიცა.

 

 

 

კომენტარები