რუსთავი 2-ის საქმე

ვაშაძე: რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ, აუცილებლად დავიცავთ ჩვენ ამ ტელევიზიას

მინდა ვთქვა, რომ რუსთავი 2 ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბრძოლა გრძელდება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, ვისაც სიტყვის თავისუფლებას თვლის უპირველეს ღირებულებად. ჩვენ რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ, აუცილებლად დავიცავთ ჩვენ ამ ტელევიზიას, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლებას. არაფერი არ დასრულდება იქამდე, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ არჩევნებს და არ დავასრულებთ ამ უმსგავსობას, რომელიც სახელმწიფოში ხდება.

მე არასდროს არ შემიტანია ეჭვი და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას ეს ფაქტია. სანამ პალატის გადაწყვეტილება არ იქნება ვერანაირი ხალვაში ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ R2-ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, რუსთავი 2 ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები