ყაზბეგი

მაშველებმა ყაზბეგში, 3200 მეტრის სიმაღლეზე ჩარჩენილი საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს

ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი ჩარჩა. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები. 

მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

"მაშველების დახმარების შედეგად, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება"- აცხადებენ უწყებაში. 

კომენტარები