20 ივნისის ღამე

ოცნების დეპუტატი: საზოგადოებამ ნახა მელიას ჟესტიკულაცია, აქტივობა, რაც წინ უძღოდა მოვლენებს

პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი. დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით. მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ, განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან. კადრებში ნანახის გარდა, რომელიც თავის მხრივ ქმნის სრულიად ნათელ სურათს რა ხდებოდა შტურმის დაწყებამდე და შტურმის მიმდინარეობის პროცესში, ბრიფინგზე ითქვა,რომ პროკურატურა ფლობს ვიდეო და აუდიო მასალებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილი ბრალის სისწორეს.

ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები