ვენესუელა

ვენესუელაში გასული წლიდან დღემდე მადუროს რეჟიმს 7000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

AFP

გაეროს ანგარიშის მონაცემებით, სადაც ნიკოლას მადუროს რეჟიმის პირობებში ადამიანთა უფლების დარღვევაზეა საუბარი, გასული წლიდან დღემდე ვენესუელაში 7000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისს ვენესუელას მთავრობამ მიაწოდა.

გასული წლის მონაცემებით, ვენესუელაში 5 287 ადამიანი დაიღუპა, მიმდინარე წლის 19 მაისამდე არსებული მონაცემებით კი - 1 569. ვენესუელას მთავრობის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა დაპატიმრების დროს "დაუმორჩილებლობა გამოხატეს". 

"გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ანალიზით, ამ მკვლელობების დიდ ნაწილს, შესაძლოა, სასამართლოს გარაშე აღსრულება დაედო საფუძვლად" - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის მიმდინარეობისას 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისამდე ადამიანთა უფლებების დარღვევის თვითმხილველებთან, მათ შორის, ადვოკატებთან, ექიმებთან, მედიის წარმომადგენლებთან, უფლებადამცველებთან, ყოფილ სამხედრო პირებთან და არაერთ მსხვერპლთან 558 ინტერვიუ ჩაწერეს.

გაერო მადუროს მთავრობას მოუწოდებს, რომ დაასრულოს "სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო და კულტურული უფლებების დარღვევა".

კომენტარები