უბედური შემთხვევა

ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

flickr

ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე, 60 წლამდე მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 1 ივლისს დაიწყო. მათივე ცნობით, მამაკაცი ხევში გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები