არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალულია ან არის ლეტალური ამ ღონისძიების დრო გამოყენებული არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. ამ ტყვიის გამოყენების, ან პროტოკოლის შესაბამისად გამოყენების საკითხი არის გამოიძიების შესასწავლი. ეს ტყვიები არსებობს გამოძიების საქმეში და ისინი დაადგენენ და მე არ მივცემ ახლა ამას არც მორალურ და არც სამართლებრივ შეფასებას. რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდეგ არსებობოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღებაში. მას შემდგომ ეს ტყვიები შეძენილი არ ყოფილა.
tbl.ge/3ta5
დაკოპირდა

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის აქციის რეზინის ტყვიებით, მათ შორის რაკეტისებრი ნარინჯისფერი ტყვიებით დარბევაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




