ნიკა მელიას საქმე

მელია: მინდოდა, ბოლო პოლიტიკური პანჩური მე ამომერტყა უკანალში ბიძინა ივანიშვილისთვის

არც პირველი პატიმარი ვარ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ბრძოლა შენელდება, უბრალოდ, მართლა ძალიან მწყდება გული, არ მინდა ამის წარმოდგენა, რომ ის დღე როცა დადგება აუცილებლად, მინდოდა ვყოფილიყავი გარეთ, რომ ბოლო პოლიტიკური პანჩური ამომერტყა უკანალში ბიძინა ივანიშვილისთვის, ეს შესაძლებლობა მე რომ არ მომეცემა და მიეცემა ასი ათასობით ქართველს, რომელიც გარეთ იქნება, მარტო ამაზე მწყდება გული

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია რუსთავი 2-ის ეთერში. ცნობისთვის, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა, 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა მისცეს. გენერალური პროკურორის მიმართვა დღეს პარლამენტის ბიურომ განიხილა და განსახილველად კომიტეტებს გადასცა.

კომენტარები