უეფას პასუხი ლებედევს

უეფას პასუხი რუს დეპუტატს: გადაწყვეტილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს

უეფამ რუს დეპუტატ იგორ ლებედევს ქართველი ფეხბურთელების დასჯაზე უარი უთხრა. საქმე ეხება საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების მიერ ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოსვლას. ლებედევი უეფასგან შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვდა.

“ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს,” – განაცხადა ლებედევმა.

უეფას პასუხი ასეთია: “დისციპლინარული სასჯელების დაწესებაზე მსჯელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქცის ფარგლებში ხვდება”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართულ კლუბებს მხარდაჭერას უცხადებს და პროტესტს უერთდება.
 

კომენტარები