ლგბტ კვირეული

კობერიძე: ვასაძის სამუშაო გამოცდილება რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე მიუთითებს

თუ AFK SISTEMA გაგიგიათ, ნახავთ, ვასაძეს რა პოზიცია ეკავა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ მათ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ეს ხელის გულზე დევს და ამას მარჩიელობა არ სჭირდება. ჩემთვის გასაგებია, ლევან ვასაძე ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანი ისეთ კომპანიასა და ისეთ თანამდებობაზე მუშაობდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არ ჰქონდეს პირდაპირი, არათუ ირიბი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. მისი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაა, შესაბამისი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას. თუ არის რამე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კანონი ყველასთვის კანონია

პირველი არხის ცნობით, ასე გამოეხმაურა ქართული ოცნებიდან წასული, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებს. ცნობისთვის, 16 ივნისს, ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების" შეკრებაზე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიან. მისი თქმით, რაზმები გაინაწილებენ ქალაქს და ერთი კვირის განმავლობაში, ყველგან, სადაც პრაიდის ღონისძიებები გაიმართება, ლგბტ აქტივისტებს ხელებს შეუკრავენ ქამრებით და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ამასთან, ვასაძის თქმით, თუ კორდონის გარღვევისას პოლიცია წინააღმდეგობას გაუწევთ, კომბლებით "გასცემენ პასუხს". შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები