გამოხატვის თავისუფლება

ბექაური: სიძულვილის ენას სიტყვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს

იმედი

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის, თქმით, ტყუილია, რომ მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების რეგულირება იგეგმება, სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს. 

ამის შესახებ კახა ბექაურმა ტვ იმედის ეთერში ისაუბრა.

"ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ თურმე, ეს სიტყვის თავისუფლების ან რაიმე შეზღუდვისკენ არის მიმართული. საერთოდ არ აქვს კავშირი სიძულვილის ენას სიტყვის თავისუფლებასთან და არანაირი საფრთხე ამ თვალსაზრისით მედიას არ ემუქრება და არც დახურვა ემუქრება,"- ამბობს ბექაური. 

13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა.

საქმე იმაშია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობითაც, თუ მედია ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც ირღვევა სხვა ადამიანის უფლებები, ამ ადამიანს შეუძლია მიმართოს მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ

კომენტარები