დავით უჯმაჯურიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

თბილისის საკრებულო

51 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს და ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის ასევე იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი.

2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კომენტარები