აბაშიძე-კარასინის ფორმატი

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ზურაბ აბაშიძე და კარასინი

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან პრაღაში მორიგ შეხვედრას გამართავს. 

როგორც აბაშიძე რუსთავი2-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, ისინი ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ. 

"ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ზოგადად ვიმსჯელებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ჩვენი ინიციტივით ვაყენებთ ამ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მილიტარიზაცისთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ზოგადად საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე",- ამბობს აბაშიძე. 

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. მთავრობამ რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დიალოგის ეს ფორმატი "სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად" შექმნა.

კომენტარები