არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

ლაგოდეხში დააკავეს კაცი, რომელმაც 16 წლის გოგო ორჯერ გააუპატიურა

www.readersride.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კონდოლში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი. არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა. შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა"- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ, 16 წლის გოგომ, რომელმაც ბავშვი გააჩინა, თქვა, რომ ის ერთი და იგივე მამაკაცმა ორჯერ გააუპატიურა. ამის შესახებ ტაბულას ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი ესაუბრა.

რას ჰყვება ადვოკატი ვრცლად ნახეთ აქ. 

კომენტარები