ირაკლი კობახიძე

კობახიძე სააკაშვილზე: ავანტურისტია, მას უკავშირდება მძიმე მდგომარეობა, რაც 2012 წლამდე იყო

სააკაშვილი არის ავანტიურისტი. რაც შეეხება დახმარებას, თავის თავს როგორ დაეხმარა ეს კარგად იცით, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში იყო. საერთოდ საქართველოს და სახელმწიფოს როგორ დაეხმარა ესეც კარგად იცის. მას უკავშირდება სწორედ ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც 2012 წლამდე ჩამოყალიბდა, თავისი ტერიტორიების დაკარგვით, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით, ეკონომიკური პრობლემებით. ეს არის სააკაშვილის დახმარება სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ და უკრაინას ასეთი დახმარება ბუნებრივია არ სჭირდება.

ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვას, ჩაერთვება თუ არა უკრაინის აქტიურ პოლიტიკაში საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები