ჰარვი ვაინშტაინი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ვაინშტაინი მომჩივნებისთვის 44 მლნ დოლარს გადაიხდის

ჰარვი ვაინშტაინი
Variety

აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ჰარვი ვაინშტაინმა და მისმა გუნდმა ქალებთან, რომლებიც ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში დებენ ბრალს, წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ადვოკატების თქმით, კომპენსაციის თანხა 44 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით ვაინშტაინი ივნისში ნიუ-იორკის სასამართლოში წარდგება.

ჰარვი ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ვაინშტაინი ბრალდებებს უარყოფს.

პროდიუსერი თავდაპირველად საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

კომენტარები