მერაბ კოსტავა

ბახტაძე: დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას

ეროვნული ბიბლიოთეკა

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

პრემიერის თქმით, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან ბრძოლა, 26 მაისს 80 წელი უსრულდება.

"26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას", - ამბობს ბახტაძე.

ბახტაძემ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და სხვადასხვა სიახლე და სიურპრიზი იგეგმება.

"რამდენიმე დღეში აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს - დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით წარმოჩენილი იყოს საქართველოს რეგიონებში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ეს ღონისძიებები. 26 მაისის აღნიშვნის პერიოდში გარკვეული სიურპრიზებიც იქნება და თითოეული ჩვენგანი ნახავს ამას",- თქვა პრემიერმინისტრმა. 

კომენტარები