რეკლამა

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ თბილისში ამორტიზებული მილსადენების შეცვლა დაიწყო

„ყაზტრანსგაზ თბილისი-ის“ ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ თბილისში ამორტიზებული მილსადენების შეცვლა დაიწყო. "ყაზტრანსგაზ თბილისი“ დედაქალაქში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებზე ჩადებული კოროზიული და ამორტიზებული მილების სრულად ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით დადგენილი პოლიეთილენის გაზსადენებით ჩანაცვლებას იწყებს, რაც აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარგებას უზრუნველყოფს.

კომპანიის ინფორმაციით, მსგავსი პროექტებისთვის გაზგამანაწილებელი კომპანია წელიწადში 20 მილიონიანი ინვესტიციის გამოყოფას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ თბილისის მასშტაბით, დედაქალაქის უმეტეს რაიონებში გაზგამანწილებელი ქსელის მილები რამდენიმე ათეული წელია არ შეცვლილა.

[რეკლამა]

კომენტარები