იაპონია

ჯერ გვარი და მერე სახელი - იაპონიის საგარეო უწყება მედიას მათი კულტურის პატივისცემას სთხოვს

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს სთხოვოს, რომ იაპონური სახელების წერისას, ჯერ გვარი დაწერონ და შემდეგ სახელი, რადგან მათ კულტურაში ასეა მიღებული.

ტარო კონო, ან როგორც თვითონ მოგვიწოდებს - კონო ტარო ამბობს, რომ უცხოურმა მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს აზიური ქვეყნების წარმომადგენლების მოხსენიებას, რადგან ტრადიციულად ჯერ გვარი და შემდეგ სახელია.

ბევრი ამ თხოვნას მოძრაობის ნაწილად მიიჩნევს, რომელსაც პრემიერ მინისტრი შინზო აბე უძღვება, რათა იაპონიის კულტურასა და ისტორიაში მზარდი ნდობის დემონსტრაცია მოახდინოს, მით უმეტეს რომ იაპონია წელს საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძელია. დაწყებული G20 სამიტით, გაგრძელებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატითა და 2020 წლის ოლიმპიადით დასრულებული.

კონოს აზრით, გვარების და სახელების არათანმიმდევრულად წერა G20 სამიტისთვის უნდა შეიცვალოს, რომელიც ოსაკაში, იანვარშია დაგეგმილი. მას დაესწრებიან ისეთი ლიდერები როგორიცაა ჩინეთის პრეზიდენტი ში ჯინპინგი და სამხრეთ კორეის ხელმძღვანელი მუნ ჯე ინი, ხოლო მათი სახელები ინგლისურად, მშობლიური ენისგან განსხვავებით დაიწერება. 

“ვგეგმავ საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს ვთხოვო,”- უთხრა მან ჟურნალისტებს და დაამატა, რომ შიდა მედიამ ინგლისურენოვან სამსახურებთან ერთად ეს ცვლილება უნდა მიიღონ.

სახელის პირველ რიგში წერა მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იაპონია ევროპის ეკონომიკისა და სამხედროების მოდერნიზების მცდელობას აკვირდებოდა.

ისტორია გვიჩვენებს, რომ საზოგადოება ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობამ გაყო. 2000 წელს კულტურული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34.9% მიიჩნევს რომ იაპონური წესრიგი უკეთესია, სამაგიეროდ 30.6%-ს დასავლური წყობა მოსწონს, ხოლო 29.6% არცერთს ამჯობინებს. 

განათლების მდივანი მასაჰიკო შიბაიამა ამ ცვლილების მხარდამჭერთა მოწინააღმდეგეა და მიმდინარე კვირას თქვა, რომ სამინისტრო იაპონური სისტემის მედიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სტრუქტურებში ცვლილებას გაუწევს რეკომენდაციას. 

შიბაიამა გამოეხმაურა სამინისტროს ენის ეროვნული საბჭოს დასკვნებს, რომელიც გვარ-სახელის შებრუნებას გულისხმობს და თქვა რომ ამჟამინდელი წყობა ასახავს "კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას" სხვადასხვა ქვეყნებს შორის.

კომენტარები