მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ყვარელში სკოლას გავხსნით, სადაც ახალგაზრდებს ოლიგარქთან ბრძოლაზე ვესაუბრებით

facebook

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყვარელში ახალი სკოლა გაიხსნება, სადაც ახალგაზრდებს ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე და სხვა თემებზე წაუკითხავენ ლექციებს. 

მისი თქმით, სკოლა ზაფხულში გაიხსნება. 

"ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე. სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და ვესაუბრებით ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ.

სააკაშვილის თქმით, ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვი იქნებიან. 

"ამიტომ, ბორია თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება. ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციებს წასაკითხად, კულტურულ მოღვაწეებს, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის",- ამბობს სააკაშვილი. 

მისივე თქმით, ეს არ იქნება პარტიული სკოლა.

"ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვინც არის ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება, იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან ვამზადებ საფუძველს, დაჩქარებული წესით საქართველოში დაბრუნებისა და ბრძოლაში ჩართვისთვის, თქვენი იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა, სწორად მივდივართ"- თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები