არჩევნები 2019

ბახტაძე: მთაწმინდაზე სავარაუდოდ II ტური გვექნება, სხვა ყველა ოლქში პირველივე ტურში ვიგებთ

ტაბულა

19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სავარაუდოდ, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართება. მისივე თქმით, სხვა ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ.

"იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მეორე ტური" - თქვა ბახტაძემ.

პრემიერს სანდრა რულოვსის განცხადებებზე ჰკითხეს. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ვსაუბრობთ არა მოლოდინებზე, არამედ ჩვენი ამომრჩევლის მიერ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში დაფიქსირებულ არჩევანზე. ყველამ მოისმინა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთელ იხილა, როგორი სტანდარტის არჩევნებს ვატარებთ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს". მისივე თქმით, "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მივცეთ საშუალება, ნორმალურ, ცილიზებულ გარემოში დაასრულოს თავისი სამუშაო, რომ ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს საბოლოო ციფრები".

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე უბანზე ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე იმარჯვებს. სავარაუდოდ, სწორედ მასსა და ქართული ოცნების კანდიდატს ლადო კახაძეს შორის გაიმართება არჩევნების მეორე ტური.

კომენტარები