კანის ფესტივალი

კანის ფესტივალი სამართლებრივ დავას იწყებს ბილეთების გადამყდველ რუსულ ვებ-გვერდთან

REUTERS

კანის ფესტივალის ორგანიზატორები რუს ბილეთების უკანონო გამყიდველების წინააღმდეგ სამართელბრივ დავას იწყებენ.

საუბარია რუსულ ვებ-გვერდზე Cannes-tickets.com, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებ ბილეთებს ათასობით ევროდ არალეგალურად ყიდის.

ვებ-გვერდზე Cannes-tickets.com ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი 2600 ევროდან იწყება. ერთ-ერთ ღონისძიებაზე Fashion For Relief დასასწრები ბილეთის ფასი 66 122 ევროდან იწყება.

კანის ფესტივალის სარეგისტრაციო ბიუროს ხელმძღვანელმა ხოსე სეპელამ თქვა, რომ ვებ-გვერდი სრულიად არალეგალურია - "ჩვენ სასამართლო პროცესის წარმოება დავიწყეთ მათ წინააღმდეგ, ეს ვებ-გვერდი აბსოლუტურად არალეგალურია".

ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მისი აგენტები მომხმარებლებს "ოფიციალურ ბილეთს" სთავაზობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მართავს ვებ-გვერდს.

კანის ფესტივალი 14-დან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები