ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ჰერონის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ორ პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

newstory.ge

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰერონის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულ ორ პირს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0,5057 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც 2018 წლის 14 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჯგუფურად, 500 ლარად უკანონოდ გაასაღეს. სამართალდამცველებმა ე.თ. და ნ.ა. 2018 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ)წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნშნუალია, რომ რომ ე.თ.-მ და ნ.ა.-მ ასევე სხვადასხვა დროს ნარკოტიკული დანაშაული ჩაიდინეს. ე.თ.-მ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), ხოლო ნ.ა.-მ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა-შენახვა), რისთვისაც მათ აღნიშნული მუხლებით ბრალდება წარედგინათ.

კომენტარები