დონალდ ტრამპი

ტრამპმა ლეგენდარულ ტაიგერ ვუდსს თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლფის ლეგენდარულ მოთამაშე 43 წლის ტაიგერ ვუდსს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. მედალი ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა 

პრეზიდენტმა ტრამპმა ვუდსი რამდენჯერმე შეაქო, მას ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტმენი და ნამდვილი ლეგენდა უწოდა. 

"მისი თვისებები არის ამერიკული სულის განსხეულება, რომელიც ლიმიტებს არ ცნობს და არღვევს," - თქვა პრეზიდენტმა.

ვუდსმა განსაკუთრებული მადლობა დედას და მის ორ შვილს გადაუხადა და თქვა, რომ მათ გარეშე ამას ვერ მიაღწევდა.

"თქვენ ნახეთ ცუდიც და კარგიც, წინსვლაც და მარცხიც," - აღნიშნა ლეგენდარულმა სპორტსმენმა, რომელიც გოლფის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. 

საპრეზიდენტო მედალის მფლობელ სხვა სპორტმენებს შორის არიან მაიკლ ჯორდანი, ბილი ჯინ კინგი და მუჰამედ ალი. 

კომენტარები