უკვდავი პოლკი

ყაზახეთის ხელისუფლებამ "უკვდავი პოლკის" ორგანიზატორებს აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა

akt.gov.kz

ყაზახეთში, ქალაქ აქტობეს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 9 მაისს რუსული პროპაგანდისტული აქციის "უკვდავი პოლკის" ჩატარება აკრძალოს. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

"უკვდავი პოლკის" ფარგლებში პრორუსული ძალები მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ აქციას მართვენ, სადაც ომის დროს დაღუპული ახლობლებისა და ნათესავების ფოტოებით მართავენ მარშს. 

აქტობეს ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ გასული წლის აქციის მონაწილეებმა მათ საჩივრით მიმართეს, რადგან დაღუპულთა პორტრეტები აქციის დასრულების შემდეგ ნაგვის ურნებში ხვდებოდა. ამასთან, ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ აქციის ჩატარებამ, შესაძლოა, გზაზე საცობი გამოიწვიოს, რაც დიდი ქაალაქის მაცხოვრებლებს დიდ უხერხულობას უქმნის. 

ქალაქის მთავრობა აღნიშნავს, რომ ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორებმა აქციის ჩატარებამდე 10 დღით ადრე სპეციალური განცხადებით უნდა მიმართონ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ორგანიზატორებს კი ეს არ გაუკეთებიათ. 

ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მათ, ვისაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის პატივის მიგება სურთ, შეუძლიათ, იმ ეროვნულ ღონისძიებებს შეუერთდნენ, რომელიც 9 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სახელობის პარკში გაიმართება.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ "უკვდავი პოლკის" ნაცვლად ისეთი აქცია ჩაატარონ, სადაც სტალინის რეპრესიების დროს გარდაცვლილი ადამიანების პორტრეტები დაიკავონ ხელში. 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე 9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს

რციხლაძე ფეისბუქზე წერს, რომ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

კომენტარები