ენოტი

ველური ენოტი ზოოპარკში გადასახლდა, პერსონალს კი მისი დატოვება მოუწია

HuffPost

გერმანიის ქალაქ ჰეიდელბერგში ველური ენოტი ზოოპარკში შეიპარა და გადაწყვიტა რომ იქ იცხოვროს.

გერმანული ყოველდღიური გამოცემა Rhein-Neckar-Zeitung წერს, რომ ზოოპარკის პერსონალმა დაუპატიჟებელი სტუმარი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა. ის ზოოპარკის ბინადარ 7 ენოტს მალევე დაუმეგობრდა. 

ზოოპარკის მომვლელებმა მას ფრედი დაარქვეს. მას უზრუნველი ცხოვრება, საკვები და სახლი გარანტირებული აქვს, რადგან ევროკავშირის წესდებით, ზოოპარკს მისი გაგდება ეკრძალება.

2015 წელს მიღებული დირექტივით, ენოტები ინვაზიურ სახეობად ითვლებიან, რომლებსაც შეუძლიათ გარემოს დიდი ზიანი მიაყენონ. 

ველური ენოტები არიან იმ ცხოველების შთამომავლები, რომლებიც ბეწვის ფერმერებისგან ათწლეულების წინ გაიქცნენ. 

ფრედს შთამომავლობა არ ეყოლება, რადგან კონვენციის მიხედვით მას კასტრირება უნდა ჩაუტარონ.

კომენტარები