ბილაინი

მაგთიკომი: მცდარია, რომ ბილაინის შესყიდვა გვსურს

mjquinn.co.uk

მაგთიკომი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანია ბილაინის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ კომპანიამ 3 მაისს გაავრცელა განცხადება:

"მაგთიკომი აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბილაინის შეძენის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომს არც ერთ ეტაპზე არ გამოუხატავს ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში.

აღნიშნული მცდარი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია მიზნად ისახავდეს ბილაინის სავაჭრო ფასის აწევას." - ნათქვამია განცხადებაში.

იანვარში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დირექტორი კახა ბექაური ამბობდა, რომ ბილაინს ბაზრიდან გასვლა აქვს გადაწყვეტილი.

 

კომენტარები