საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა. ხუთ ვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული. პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. სასტუმროში რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია. ასევე განთავსებულია: საცურაო აუზი, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანი, მათ შორის პანორამული "სქაი ბარი", 5 საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროსთვის ექსკლუზიური, 22-მეტრიანი "მშვიდობის ჭაღი" მსოფლიოში განათების ერთერთმა წამყვანმა კომპანიამ Lasvit დაამზადა.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. კომპანია Wyndham Hotels Resorts ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ისეთი პროექტის განვითარებას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას. რაც შეეხება მთლიან პროექტში საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 10 მილიონამდე დოლარს შეადგენს,"- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Wyndham Grand-ის ბრენდი Wyndham Hotel Group-ში შემავალი
სასტუმროა. ჯგუფში 20-მდე ბრენდია გაერთიანებული. სასტუმროების ეს ჯგუფი
მსოფლიოში უმსხვილესია, Wyndham Hotels Resorts სასტუმროების მართვის სერვისის
წამყვანი მიმწოდებელია.
ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ამ ჩამონათვალს თბილისიც დაემატა.
რეკლამა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა





