ელექტროენერგიის გათიშვა

ელ. ენერგიის გათიშვის დროს ქუთაისში ატრაქციონზე 20-მდე არასრულწლოვანი იყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაღალი ძაბვის ვარდნის გამო ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა, რა დროსაც იქ 20-მდე არასრულწლოვანი და 5 ზრდასრული მოქალაქე იმყოფებოდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა მათგანი უკვე ჩამოყვანილია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, დღეს, 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის თბილისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა. 

ხარვეზი ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

კომენტარები