1 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.15 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.92 თეთრით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7044 ლარია, 1 ევროსი კი - 3.0392 ლარი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირაა, ეროვნულ ვალუტას დოლართან მცირედი, თუმცა, თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით, ბოლო ორ თვეში, ლარი 1.5 თეთრით გამყარდა.





