ჩეხი ფეხბურთელის გარდაცვალება

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

თურქული"ალანიასფორის“ ფეხბურთელი იოზეფ სურალი ავტოავარიაში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

"ალანიასფორი“ „ქაისერისფორთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ქალაქში ბრუნდებოდა, როდესაც ავტობუსი ავარიაში მოყვა. ინციდენტი ალანიადან 5 კმ-ის დაშორებით მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მძღოლმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა.

სურალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარეჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. ჩეხის გარდა, დაშავდა 6 ფეხბურთელი: პაპის სისე, სტივენ კოლკერი, ჯალმა კამპოსი, ბაიანო, ველინტონი და ისააკ საქეი. თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არაა.

იოზეფ სურალი 28 წლის იყო და "ალანიასფორს“ იანვარში პრაღის "სპარტადან“ შეუერთდა. ჩეხეთის ნაკრებში აწ გარდაცვლილს 18 მატჩში 1 გოლი ჰქონდა გატანილი.

კომენტარები