მოგზაურობა

72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ატლანტის ოკეანე 122 დღეში კასრით გადაცურა

esquire

72 წლის ფრანგმა მოგზაურმა ჟან ჟაკ სავინმა ატლანტის ოკეანე კასრით გადაცურა.

მისი თქმით, მოგზაურობა 122 დღე და 9 საათი გაგრძელდა.

"122 დღის და 9 საათის შემდეგ, მე გადავლახე მერიდიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიბის ზღვის აკვატორიაში ვარ. მოგზაურობა დასრულდა. ყველას მადლობა"- მიწერა სავინმა France Presse-ს

მედიის ცნობით,სავინის მოგზაურობა შარშან კანარის კუნძულებიდან დაიწყო. მისი თქმით ამინდმა რამდენჯერმე შეუშალა ხელი, თუმცა მაინც მოახერხა "მისიის შესრულება".

კასრი, რომლითაც ის ოკეანეში დაცურავდა 3 მეტრის სიგრძისაა, ხოლო დიამეტრი ორ მეტრს აღწევს. მას ქარისა და დინების ძალით შეუძლია მოძრაობა.


ფოტო: francetvinfo

ფრანგი მოგზაური ამბობს, რომ ის ლა მანშის სრუტის გადაცურვასაც გეგმავს.

კომენტარები